ახალი ამბები
ადგილობრივების ცნობით, გორში დრიფტის დროს ავარია მოხდა
გორში, კომბინატის დასახლებაში ავარია მოხდა. შემთხვევა ანწუხელიძის ქუჩაზე ქვეითთა გადასასვლელზე მოხდა.

თვითმხილველის ცნობით, ავტომანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა და მძღოლი ,,დრიფტაობდა".

შს სამინისტროს პრეს-სამსახურში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ადგილობრივი მცხოვრებნი აღნიშნულ მონაკვეთზე ,,მწოლიარე პოლიციელის" დამონტაჟებას ითხოვენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები