ახალი ამბები
ზარდიანთკარელ მირიან თაზიაშვილს დე-ფაქტო ხელისუფლებამ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა
63-წლის მირიან თამაზაშვილს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, რასაც ცხინვალის იზოლტორში გაატარებს. ამის შესახებ მის მეუღლეს შს სამინისტროს წარმომადგენელმა ირაკლი ანთიძემ აცნობა.

"ირაკლი ანთაძემ დამირეკა, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა თქვენ ქმარსო. რა დააშავა ამისთანა? ვითხოვ დაგვეხმაროს ხელისუფლება და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ გაათავისუფლონ და დაბრუნდეს სახლში",-აცხადებს ცისანა თაზიაშვილი.

შეგახსენებთ, 63 წლის მირიან თაზიაშვილი სოფელ ზარდიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 ნოემბერს დააკავეს ე.წ. მესაზღვრეებმა. მამაკაცის დაკავების შესახებ ოჯახმა პოლიციისგან მეორე დღეს შეიტყო.

თაზიაშვილის პატიმრობის ვადის შესახებ დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებულ მედიას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები