ახალი ამბები
ცხინვალში ახალშობილი ბავშვი დატოვეს იმ სახლში, სადაც მრავალშვილიანი დედა ცხოვრობს
დაუდგენელმა პირებმა ახალშობილი ბავშვი, ქალაქ ცხინვალში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე სახლის ეზოში დატოვეს. ბავშვი მრავალშვილიანმა დედამ, ზარინა ცაგოლოვამ იპოვა. ბავშვი შეიფარა, შემდეგ კი, მილიციას შეატყობინა.

"ვიღაცამ დააკაკუნა, ფანჯარაში გავიხედე და ფანჯრის რაფაზე საფენებში გახვეული ბავშვი დავინახე. შევიყვანე სახლში, ტანსაცმლებში გავახვიე და გავათბე.'' - აცხადებს მრავალშვილიანი დედა.

ფაქტს ცხინვალის მილიცია იძიებს.

ცაგოლოვა ფიქრობს, რომ ბავშვი მასთან დატოვეს, რადგან იცოდნენ, რომ როგორც მრავალშვილიანი დედაა, ჩვილს ქუჩაში არ დატოვებდა.

იგი მკაცრად გმობს ჩვილის მშობლების ქმედებებს და ამბობს, რომ ბავშვს დაიტოვებდა, მაგრამ გაზრდას ვერ შეძლებს. ზარინა ცაგოლოვა ხუთ შვილს ზრდის, ყველა ერთ ოთახში ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები