ახალი ამბები
გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის კლინიკების სია, სადაც უფასოდ სწრაფი ტესტირებები ტარდება
გაეცანით იმ კლინიკების სიას, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე სწრაფი ტესტის ჩატარება უფასოდ შეუძლიათ. შიდა ქართლში ასეთი 10 კლინიკაა. ჯანდაცვის ცენტრის რეგიონულ წარმომადგენლობაში გვითხრეს, რომ უფასო ტესტირების ჩატარება ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ.

გორი

1. სამხედრო ჰოსპიტალი, - გორი, ჭავჭავაძის #56
2. გორმედი - გორი, ცხ. გზატკეცილი 14ა
3. ნოვა მედი - გორი, ჭავჭავაძის 8

კასპი

1. კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - კასპი, სააკაძის 110
2. მედალფა კასპის კლინიკა - სააკაძის ქ. 27ა

ქარელი

1. ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - ქარელი, მუსხელიშვილის 7
2. ,,ალიანს მედი" - ქარელი, ფანასკერტელის ქ.30
3. ქარელის საავადმყოფო - გორმერი - ქარელი, სოფელი ბებნისი

ხაშური

1. ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, - ხაშური, რუსთაველის ქ. 38
2. ახალი კლინიკა - ხაშურის რეფერალური საავადმყოფო - ხაშური, რუსთაველის ქ. 40.

ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა:

,,ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის’’ კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლების ნუსხა ( სწრაფი-მარტივი ტესტირების მომსახურების მომწოდებლები)“ - აღნიშნულია განცხადებაში.

2 დეკემბერს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში ინტენსიური ტესტირების ჩატარების შესახებ. ამ მეთოდით 3 დეკემბერს 17 463 ტესტი ჩატარდა, რამაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაზარდა და 5068 შემთხვევა დაფიქსირდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები