ახალი ამბები
გარდაიცვალა გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ყანჩაველი
გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ვახტან ყანჩაველი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ვახტანგ ყანჩაველს კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული. გადატანილი ჰქონდა გულის ოპერაციაც.

ვახტანგ ყანჩაველი ბოლო დრომდე გორის სამშენებლო ტრესტი #3-ის დირექტორი იყო.

დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტი 1969 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1976 წელს.

1966-1985წწ. მუშაობდა გორის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის განყოფილების ინჟინრად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1985-1995წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს გორის N3 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად; 1995 წლიდან საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ქ. გორის N3 სამშენებლო ტრესტის გენერალური დირექტორია;

1999-2004წწ. იყო საქართველოს პარლამენტის მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი".  მონაწილეობდა გორისა და საჩხერის რაიონების სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კეთილმოწყობილი ახალდასახლებებისა და რიგი სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები