ახალი ამბები
სესხის მოთხოვნა დისტანციურად - ახალი სერვისი ტერაბანკისგან [R]
ტერაბანკში სესხის განცხადის შევსება და აღება უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი. ახალი სერვისი ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ტერაბანკის ვებგვერდს www.terabank.ge -ს ეწვიონ და სესხის მოთხოვნის განაცხადი ონლაინ შეავსონ. დამტკიცების შემთხვევაში, ბანკის არსებული მომხმარებლები სესხს ინტერნეტბანკითვე გაიაქტიურებენ, ახალ მომხმარებლებს კი ფილიალში მისვლა მხოლოდ ერთხელ, თანხის მისაღებად მოუწევთ.

როგორც ტერაბანკში აცხადებენ, პანდემიით განპირობებული გამოწვევების ფონზე, დისტანციური პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება სულ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ხდება. „ჩვენ ამ სერვისზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და ბანკის ვებგვერდზე სახის ამომცნობი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირება განვახორციელეთ. ვფიქრობთ, ეს საინტერესო ინიციატივაა როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების უსაფრთხოებისა და კომფორტის თვალსაზრისით“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

ტერაბანკისთვის დისტანციური მომსახურებების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებული პირველი მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, ბანკმა მომხმარებლებს ახალი, დისტანციური სერვისები შესთავაზა, მაგალითად, პლასტიკური ბარათის დისტანციურად შეკვეთა, რომელსაც მომხმარებელი სასურველ ადგილას იღებდა. ბანკი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და სამომავლოდაც არაერთი საინტერესო სიახლის შეთავაზებას გეგმავს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის გორის ფილიალს მისამართზე: სტალინის N29 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

Print

სტატიის გამოყენების პირობები