ახალი ამბები
შიდა ქართლში 60 წელს გადაცილებულ პედაგოგს არასრულწლოვნის მშობლებმა უჩივლეს
შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში პოლიციას არასრულწლოვანი მოსწავლის მშობლებმა მიმართეს. საჩივრის მიხედვით, სკოლის პედაგოგმა გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

საუბარია 60 წელს გადაცილებულ მამაკაცზე. სავარაუდო ფაქტი 1 კვირის წინ, სკოლაში მოხდა და ამის შესახებ ბავშვმა სხვა პედაგოგს უამბო.

საქმეზე გამოძიება შსს-მ 141 მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. სკოლის დირექტორის თქმით, გამოძიება დაიწყო, თუმცა მამაკაცი სკოლაში მუშაობას აგრძელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები