ახალი ამბები
სიახლე აბიტურიენტებისთვის – BTU ქვეყნის ნებისმიერ აბიტურიენტს უფასო მრავალფეროვან კურსებს სთავაზობს [R]
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა კიდევ ერთი ინიციატივა დააანონსა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრები ყველა აბიტურიენტი საჩუქრად მიიღებს სხვადასხვა კურსსა და ტრენინგში მონაწილეობის შესაძლებლობას. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია იმის მიუხედავად, აპირებს თუ არა ის BTU-ში ჩაბარებას.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, პროექტის განხორციელება 2021 წლის იანვარში დაიწყება და მასში მონაწილეობისთვის მხოლოდ მარტივი წინასწარი რეგისტრაცია იქნება საჭირო. კურსების დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

ტრენინგებისა და კურსების პარალელურად, BTU აბიტურიენტებს სთავაზობს მათემატიკის ახალ ოლიმპადას, რომლის გამარაჯვებულებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის BTU-სა და მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება. ოლიმპიადა სამ ეტაპიანია და მასში მონაწილეობა წინასწარ დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს შეეძლებათ. პირველი ეტაპზე ამოცანები გამოქვეყნდება ონლაინ და აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ იმუშაონ აღნიშნულ ამოცანებზე. მეორე ეტაპში მონაწილეობას მიიღებენ პირველი ეტაპის წარმატებული მონაწილეები. ფინალში კი 9 აბიტურიენტი მიიღებს მონაწილეობას.

მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებული აბიტურიენტები და მათი მასწავლებლები დაჯილდოვდებიან:

• პირველი ადგილი: 1000 ლარი აბიტურიენტს + 1000 ლარი მათემატიკის მასწავლებელს;
• მეორე ადგილი: 700 ლარი აბიტურიენტს + 700 ლარი მათემატიკის მასწავლებელს,
• მესამე ადგილი: 500 ლარი აბიტურიენტს + 500 ლარი მათემატიკის მასწავლებელს.

ოლიმპიადის პირველი ეტაპი ჩატარდება 2021 წლის 17 თებერვალს, მეორე კი 2021 წლის 18 მარტს.

რაც შეეხება BTU-მიერ დაანონსებულ კურსებსა და ტრენინგებს, მათი ნაწილი ასე გამოიყურება:

• ჰაკათონი მომავალი IT სპეციალისტებისთვის - ონალინ ღონისძიება, რეალური პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო საინტერესო გზების ძიება და გამარჯვებულების დაჯილდოვება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;

• გადამზადების სასერტიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;

• გადამზადების სასერტიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;

• გადამზადების სასერტიფიკატო კურსი კიბერუსაფრთხოებაში: როგორ დავიცვა კიბერჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში;

• პროფესიული ორიენტაცია - ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;

• ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.

აქტივობებში ჩართვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 571 003 056  და ან გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე

ყველა აქტივობის დაწყების თარიღი, ინფორმაცია ტრენერების, ხანგრძლივობის, პრიზების და სხვა საკითხების შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები