ახალი ამბები
მე-6 დღეა ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ცხინვალის იზოლატორში წამებით მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და ახლობლები მეექვსე დღეა ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია მართავენ.

ისინი თეატრის სკვერში ღამეებს ათევენ და დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურორის, ურუზმაგ ჯაგიევის გადადგომას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები არიან ინალ ჯაბიევის ტყუპი ძმა, აცამაზ ჯაბიევი და მათი დედა.

პარალელურად, ე.წ. პროკურატურამ აცამაზ ჯაბიევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომლის მიხედვით, ერთ-ერთი გამოსვლის დროს, ძმამ დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ შეურაცხყმყოფელი სიტყვები გამოიყენა. პროკურატურამ, სწორედ, ამ კუთხით აღძრა საქმე აცამაზ ჯაბიევის მიმართ.

თეატრის სკვერში იმყოფება ასევე ჯაბიევების დედა და მცირეწლოვანი შვილიშვილები.

აქციის დაწყების პირველივე დღიდანვე დე-ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა თეატრის სკვერის გარშემო რკინის ღობეები დაამონტაჟეს. მოედნის გარეთ მყოფ მოქალაქეებს არ შეუძლიათ სკვერში შესვლა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები