ახალი ამბები
გორში ავტომობილების სადისტრიბუციო კომპანიას 2 მლნ ლარის გადახდა დააკისრეს
გორში რეგისტირებულ, ავტომობილების სადისტრიბუციო კომპანიას 2 მლნ ლარის გადახდა დააკისრეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 16 სექტემბერს მიიღო.

აღნიშნული თანხა იმ მანქანების ნახევარი საფასურია, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიას კონკრეტული შეკვეთის შემდეგ, უნდა ჩამოეყვანა.

საქმე იმაშია, რომ კომპანია ,,ო.მ.ჯ" - მ მიიღო შეკვეთა 20 ძვირადღირებული მანქანის შესყიდვის თაობაზე. ჯამში ავტომანქანების შესყიდვის ღირებულება 4 მლნ ლარს შეადგენდა. დამკვეთმა გორში რეგისტრირებულ კომპანიას ,,ბეს" სახით 2 მლნ ლარი გადაურიცხა. დანარჩენ 2 მლნ ლარს კი მას შემდეგ გადაურიცხავდა, როდესაც მანქანები საქართველოში იქნებოდა ჩამოყვანილი.

შეკვეთიდან ერთი თვის შემდეგ, სადისტრიბუციო კომპანიამ თბილისში, დამკვეთს აცნობა, რომ მანქანებს დროულად ვერ ჩამოიყვანდა. თუმცა, მიზეზი არ განუმარტავს.

მანქანების დაგვიანების გამო, დამკვეთმა შეკვეთაზე უარი განაცხადა და ,,ბეს" სახით გადახდილი 2 მლნ ლარის უკან დაბრუნება მოითხოვა, თუმცა ,,ო.მ.ჯ"-მ თანხა არ დააბრუნა. დავა კომპანიებს შორის სასამართლოში გაგრძელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები