ახალი ამბები
ხაშურელ მორწმუნეს ,,უჩიპო" პასპორტის მიღებაზე სასამართლომ უარი განუცხადა
ხაშურელმა მოქალაქემ ხაშურის სამოქალაქო რეესტრს და მის თანამშრომლებს უჩივლა იმის გამო, რომ ისინი მასზე ახდენენ იძულებას, რათა აიღოს ბიომეტრიული პასპორტი.

,,ადგილი აქვს იძულებას, ავიღო ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომლის გარეშეც თავისთავად იძულებული ვარ უარი ვთქვა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე: ვიმუშაო, ვისარგებლო ჯანდაცვით, მივიღო განათლება, შევიძინო და განვკარგო ქონება და ა.შ.'' - აღნიშნავს მოსარჩელე თ.კ.

მოსარჩელის განმარტებით, რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, მას არ სურს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება.

ჯერ ხაშურის, შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ეს არგუმენტები არ გაითვალისწინეს. ხაშურელმა მორწმუნებ ორივე გადაწყვეტილება თბილისის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა:

2020 წლის 24 სექტემბერს უზენაესმა სასამრთლომ განმარტა, რომ უფლების შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს უფლების დარღვევა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები