ფაქტი 2015 წლის 16 ნოემბერს საღამოს საათებში მოხდა. გამომძიებლებმა იმავე საღამოს ოჯახის წევრები დაკითხეს. მოტაცებიდან ერთი დღე გავიდა, თუმცა მშობლებს პოლიციელებისგან არანაირი ინფორმაცია გააჩნიათ.
,,საკმაოდ, მძიმე მდგომარეობაში არიან მშობლები. უკვე ერთი დღე გავიდა და პოლიციის თანამშრომლები არანაირ ინფორმაციას აწვდიან. კომუნიკაცია ოჯახთან არა აქვთ. მივიდნენ კიდეც პოლიციაში და უხეშად გამოყარეს იქიდან" - აცხადებს ოჯახის ინტერესების დამცველი თამარ თედლიაშვილი.
როგორც ირკვევა, გოგონას მოტაცების შესახებ ინფორმაცია მშობლებს ვაჟის მშობლებმა მიაწოდეს. სავარაუდოდ, მოტაცების დროს ვაჟი ნასვამ მდგომარეობაში იყო.
სტატიის გამოყენების პირობები