ახალი ამბები
ნოემბერში გამყოფ ხაზთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 28 მოქალაქე დააკავეს
2020 წლის ნოემბერში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, 28 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით. ოქტომბერში 43 მოქალაქე იყო დაკავებული.

ნოემბერში დაკავებულთაგან 3 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ასევე, დაჯარიმდა 17 მოქალაქე, ჯარიმის გარეშე კი ,,რესპუბლიკიდან" 8 ადამიანი განდევნეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებმა, ე.წ. საზღვრის დამრღვევების გამოვლენისას, გამორიცხონ კონტაქტი ამ პირებთან.

გარდა ამისა, დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის ორგანოებს, ხოლო საოკუპაციო ძალებს ,,რესპუბლიკის საზღვრების დასაცავად" დახმარება გაუწიონ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები