ახალი ამბები
გორში 22 მ-იანი ნაძვის ხის მოწყობა დაიწყო
გორის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის მოწყობა დაიწყო. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები დილიდან გამოჩნდნენ.

შიდა ქართლში ყველაზე მაღალი ნაძვის ხე, სწორედ, გორში იქნება. ნაძვის ხის სიმაღლე 22 მ-ია. მისი სიმაღლე საკმაოდ ჩამოუვარდება იმ ნაძვის ხეებს, რომელიც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს გააჩნიათ.

მაგალითად, დოკუმენტაციის მიხედვით, ხაშურის მერია 8 მ-იან ნაძვის ხეს ინახავს, ქარელის მერიას 10 მეტრიანი ნაძვის ხე აქვს ბალანსზე, ხოლო კასპის მუნიციპალიტეტს - 13 მ-იანი.

გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერიების წინ საახალწლო ნაძვის ხეები უკვე მოირთო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები