ახალი ამბები
გორის მერია საახალწლო ,,ლოლოების" რაოდენობას ზრდის
კომპანია ,,დანდიმ" გორის მერიას ახალი საახალწლო აქსესუარები გადასცა. 100 000 ლარის ღირებულების სტრინგები და ვარსკვლავები უკვე მონტაჟდება.

როგორც კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა გვითხრეს, შარშანდელ აქსესუარებს, რომლებიც უკვე დამონტაჟებულია, ახლადშეძენილი აქსესუარები დაემატება.

,,გვაქვს ზედმეტი რაოდენობის ნათურები და ახლა ვამატებთ ახლებს." - გვითხრეს კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა. იმიტირებული რკინის ლოლოები ძირითად სტალინის ქუჩაზეა დამონტაჟებული.

კომპანია ,,დანდის" წარმომადგენელმა გორის მერიას გამოუგზავნა ასევე სანტა და საახალწლო ანგელოზები. გორის ქუჩებში 48 ანგელოზი იქნება ჩამოკიდებული, ხოლო სანტა - 2 ცალი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები