ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავიორუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გარდაცვლილები არიან: გორში მცხოვრები 80 წელს გადაცილებული ქალბატონი, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 70 წლამდე ორი მამაკაცი და ხაშურში მცხოვრები 70 წლამდე მამაკაცი.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 214 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ აღებული და გაგზავნილი სინჯიების რაოდენობა იყო 501. გამოჯანმრთელდა 104 პაციენტი.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5011, მათ შორის - 1446 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

თვითიზოლაციაშია 2506 პირი.თვითიზოლაცია კი მოეხსნა 130 პირს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები