ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 153 ადამიანი გამოჯანმრთელდა
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - 153 ადამიანი. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი, - 263-ია.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს. პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი იყო 690 სინჯი.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5239, მათ შორის - 1480 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

თვითიზოლაცია მოეხსნა 190 პირს. ჯამში თვითიზოლაციაში 2553 პირი იმყოფება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები