ახალი ამბები
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 01:29 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეპიცენტრი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დაფიქსირდა:

,,რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კმ_ში, მოხდა 5.0 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა.'' - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები