ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 449 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 720 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 942 პირი.

ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს.

13 449 კვლევიდან 6 628 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 6 821 PCR ტესტით ჩატარდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 189 726-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 158 183-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 790 პირი ემსხვერპლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები