ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 156 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 240 შემთხვევა, აჭარა - 219, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 231, შიდა ქართლი - 156, გურია - 40, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 203, კახეთი - 142, მცხეთა-მთიანეთი - 84, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 727, საიდანაც, 6 869 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 956, აჭარაში - 881, იმერეთში - 1 409.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 074 პირი, მათ შორის, თბილისში - 500, აჭარაში - 149, იმერეთში - 215.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 439 პირი, მათგან თბილისში - 220, აჭარაში - 51, იმერეთში - 55. 3 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 080 - თბილისში, 1 386 - აჭარაში, 297- იმერეთში. 19 781 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 010 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 314, აჭარაში -156, ხოლო იმერეთში - 17.

სულ 6 ოქტომბრიდან - 12 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 327 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 777 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 769 პირი, აჭარაში - 9 190, იმერეთში - 6 167.
Print

სტატიის გამოყენების პირობები