ახალი ამბები
კასპში 35-წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღს ატარებდა
კასპის პოლიციელებმა 35-წლის ასაკის მამაკაცი დააკავეს, რომელიც იარაღს უკანონოდ ატარებდა. შემთხვევა გუშინ, 12 დეკემბერს, საღამოს დაახლოებით 17 საათზე მოხდა.

ბრალდების მიხედვით, მამაკაცმა დაუდეგენელ ვითარებასა და დროში, ცეცხლსასროლი იარაღი უკანონოდ შეიძინა და სარგებლობდა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულს სურდა იარაღი ტბაში გადაეგდო: ,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ მას იარაღის მოშორება სურდა, დააკავეს ტბის ტერიტორიაზე, სწორედ იქ უნდოდა გადაეგდო" - აცხადებს ადვოკატი.

იგი განმარტავს, რომ ,,Geox model T635", 8 მლმ გლუვლულიანი იარაღს ექსპერტიზა უტარდება, თუ რამდენად ვარგისი იყო.

გორის სასამართლოს დღეს აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა ემსჯელა, თუმცა პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის, საპროცესო შეთანხმება შედგა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები