ახალი ამბები
,,პირბადის უქონლობის გამო პოლიციელებმა მცემეს" - აცხადებს ვარიანში მცხოვრები მოქალაქე
ლეიბორისტული პარტიის წევრი, სოფელ ვარიანში მცხოვრები თამაზ ხუციშვილი, პოლიციის კანონირი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. დღეს სასამართლო პროცესზე გაფრთხილება მისცეს. 

თამაზ ხუციშვილი ამბობს, რომ ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღში პირბადის გარეშე იმყოფებოდა. პოლიციელებმა მას სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მისი თქმით, განსაკუთრებით პოლიციის თანამშრომელი დიმიტრი ყიფიანი გამოირჩეოდა. 

24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 801 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები