ახალი ამბები
გორის #3 საჯარო სკოლის პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭეს
2020 წლის 13 დეკემბერს სსიპ ქალაქ გორის N3 საჯარო სკოლის პედაგოგს ელეონორა (ნონა) პაიჭაძეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭეს. ჯილდო და სიგელი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ევრონული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ გადასცა

,,მადლობა თქვენ, ქალბატონო ნონა თავდაუზოგავი შრომისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ ბედნიერ, ხალისიან და მშვიდობიან დღეთა სიმრავლეს, გეხაროთ და გეამაყოთ თქვენი მშობლიური სკოლის წინსვლით და წარმატებებით. ჩვენ კი ამაყები ვართ იმით, რომ თქვენთან თანამშრომლობის ბედნიერება გვხვდა წილად.'' - აღნიშნულია გორის მესამე სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები