ახალი ამბები
გორში კორონავირუსით 60 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ქალი გარდაიცვალა. 60 წლამდე ასაკის ქალბატონი, რომელსაც მწვავე პნევმონია აღენიშნებოდა, გორში ცხოვრობდა.

ბოლო 24 საათში, რეგიონში, კორონავირუსის ახალი, 48 შემთხვევა დადასტურდა. აღებული და გაგზავნილი სინჯიების რაოდენობა 113-ს შეადგენდა. თვითიზოლაცია მოეხსნა 207 პირს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში, შიდა ქართლში, კორონავირუსით 204 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჯამში, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5117-ს შეადგენს, მათ შორის - 1534 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში ჯამში 2369 პირი იმყოფებოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები