ახალი ამბები
ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის ძმას ავარია შეემთხვა - დაიღუპა 4 მგზავრი
,,ლენდ კრუიზერს", რომელსაც ყაბარდო-ბალყარეთში ავარია შეემთხვა, ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის ძმა, ყაზბეგ ბითაროვი მართავდა. ის მსუბუქ მანქანას დაეჯახა, სადაც ერთი ოჯახის წევრები ისხდნენ.

მსუბუქი ავტომანქანის ყველა მგზავრი გარდაიცვალა. ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე, ხოლო მძღოლი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. გარდაცვლილები არიან 2018 და 2020 წელს დაბადებული ბავშვები.

გამოძიება მიმდინარეობს. ყაბარდო-ბალყარეთის მილიციამ ყაზბეგ ბითაროვი შეამოწმეს, თუმცა, როგორც ადგილობრივი შს სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება, პრეზიდენტის ძმას თრობა არ დაუდგინა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები