ახალი ამბები
ხაშურში ავარია მოხდა - გარდაიცვალა 1 ადამიანი
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. სოფელ ვაყას მიკროავტობუსი და კიდევ ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

დაშავებულები ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შსს ცნობით აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულიხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები