ახალი ამბები
გიგა მაქარაშვილმა შავშვებში მცხოვრებ შშმ პირს ეტლი გაუგზავნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში, ტრისტან წკრიალაშვილს ეტლი აჩუქეს. საჩუქარი ორგანიზაცია ,,სირცხვილიას" წევრმა გიგა მაქარაშვილმა გაუგზავნა.

ტრისტან წკრიალაშვილს, ლუდა სალიას თქმით, ინსულტი აქვს გადატანილი და 3 შვილი ყავს გარდაცვლილი.

მარტოხელა კაცის შესახებ, ინფორმაცია ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, ტრისტან წკრიალაშვილი შინმოვლის პროგრამის ფარგლებში თავშესაფრის ბენეფიციარს წარმოადგენს.

,,პანდემიის პერიოდში, შინმოვლის პროგრამა ვეღარ ხორციელდება იმ დატვირთვით, როგორც ადრე იყო. ჩვენი თანამშრომლები ვერ ახერხებენ ბენეფიციარებთან სახლში მისვლას და მათ მოვლას. ამას ემატება ტრანსპორტის უქონლობა.'' - აცხადებს ლუდა სალია. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები