ახალი ამბები
გორში საახალწლო განათებების ჩართვა კომბინატის დასახლებიდან დაიწყო
გორის მერიამ ქალაქის საახალწლო მზადება თითქმის დაასრულა. განათებების სატესტო რეჟიმში ჩართვა უკვე დაიწყო.

განათებები თავდაპირველად კომბინატის დასახლებაში გატესტეს. ყველა უბანს განსხვავებული მორთულობები აქვს.

კომბინატში ,,ფარდების" იმიტაციაა, წმინდაწყალზე - ჰაეროვანი ბურთულაკები, ცენტრში - ლოლოები, რომელსაც 22 მ-იანი ნაძვის ხე დაამშვენებს. ნაძვის ხესთან სანტა კლაუსი იქნება, რომლის დაზიანების შემთხვევაში, სათადარიგო, მეორე სანტა ასევე შეძენილია.

სხვადასხვა უბანზე 48 ცალი ,,ანგელოზი" იქნება განათებული.

წელს მერიამ დამატებით 100 000 ლარი დახარჯა საახალწლო აქსესუარების შესაძენად.


Print

სტატიის გამოყენების პირობები