ახალი ამბები
მაღალი ძაბვის დაზიანების გამო გორში რამდენიმე უბანს დენის მიწოდება შეუწყდა
,,დენის მიწოდება მაღალი ძაბვის ავარიული დაზიანების გამო შეწყდა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, აღდგენის ზუსტის დროს ვერ გეტყვით სამწუხაროდ," - გვითხრეს ენერგოპრო ჯორჯიაში.

დღეს საღამოს გორის რამდენიმე უბანში მოსახლეობას ელექტოენერგიის მიწოდება შეუწყდა.

დენი არ მიეწოდება სუხიშვილის, შარტავას, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებლებს. ასევე, ბერბუკს, ვერხვების დევნილთა დასახლებას და კვერნაკის უბანს. დენი არ მიეწოდება მელიქიშვილის ჩიხის მოსახლეობას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები