ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 2904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 4 316 პაციენტი
19 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 506 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 9 318 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია,რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ვინარჩუნებთ დადასტურებული შემთხვევების სტაბილურ მაჩვენებელს და იმ შეზღუდვების ფონზე, რომელიც დაწესებული გვაქვს,სახეზეა ინფიცირების შემთხვევების შემცირების ტენდენცია.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 206 907-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 175 842-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 055 პირი ემსხვერპლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები