ახალი ამბები
ქვიშხეთში სახლი დაიწვა - დაიღუპა ერთი ადამიანი
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა ქვიშხეთში სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

სახანძრო ბრიგადების მისვლამდე საცხოვრებელი, ორსართულიანი ბინა მთლიანად დაიწვა.

ადგილობრივების განცხადებით, სახლში მხოლოდ 65-წლამდე ასაკის მამაკაცი ცხოვრობდა.

,,ქვიშხეთში იყო გამოძახება სახლის ხანძარზე, ადგილზე მობილოზებული იყო 4 ეკიპაჟი, ხანძარი ლიკვიდირებულია, აღმოჩენილია შუა ხნის მამაკაცის ცხედარი, "- გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები