ახალი ამბები
გორის მინი ზოოპარკი უქმდება - დათვი მერიამ ,,ტყვეობიდან" გაათავისუფლა
გორის მერია გორის მინი ზოოპარკს აუქმებს. ამის მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვას ასახელებენ. დღეს მურა დათვი თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.

დანარჩენი ცხოველებიც გორის კულტურისა და დასვენების პარკს ეტაპობრივად დატოვებენ.

რაც შეეხება კულტურისა და დასვენების პარკს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ე.წ. ,,ახალ ბაღს" რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რომელზეც 7,8 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოები 9 თვე გაგრძელდება.

იგეგმება პარკის შემოღობვა, მის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების რეაბილიტაცია მათ შორის ზოოპარკისაც, მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, გასართობი და სპორტული სივრცეები, ახალი გარეგანათება, კომუნიკაციები და ა.შ.

გამოხმაურება:

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გორის მერიის ფეისბუქ გვერდზე განცხადების ტექსტი 1 საათში შეცვალეს. ახალი განცხადების მიხედვით, ცხოველები თბილისის ზოოპარკში დროებით გადაიყვანეს, ხოლო გორში მას შემდეგ დაბრუნდებიან, როდესაც გორის ზოოპარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.








იხ. ამავე თემაზე:

გორში ტყვე დათვისთვის ნარჩენი თევზისა და პურის შესყიდვა ტენდერის გარეშე ხორციელდება

გორის დათვს უკვე 10,4 ტონა ვაშლი ,,აჭამეს"

ვინ ფიგურირებს გორის დათვისთვის შესყიდულ ტონობით ვაშლის საქმეში

გორის დათვს ცხვარიჭამიაში ეპატიჟებიან - ხელისუფლებამ ტრანსპორტირების თანხა ვერ გამოძებნა

გორის დათვი გისოსებს და კედლებს ლოკავს - სააგენტოში კი ტყავის სავარძლები იყიდეს

ბავშვებმა დათვს პირში თოვლის გუნდა ჩაუგდეს - გორის ზოოპარკის დახურვას ითხოვენ

დათვმა მოქალაქე დაასახიჩრა - გორის ზოოპარკის გაუქმებას ითხოვე

გორელი ბელები (PHOTO/VIDEO)

Print

სტატიის გამოყენების პირობები