ახალი ამბები
გრიშა ონიანი გორში ,,Чайка"-თი ჩამოვიდა
დღეს გორში გრიშა ონიანი ჩამოვიდა. ის საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის დაბადების დღეს, ბელადის სახლ-მუზეუმს ეწვია.

საზოგადოება ,,სტალინელების" თავმჯდომარე ქალაქს ავტომანქანა ,,ჩაიკით" ესტუმრა. საპატრულო პოლიციამ მისი მძღოლი, მანქანის არასწორი დგომის გამო, დააჯარიმა.

"ჩაიკა", იგივე გაზ-13, ერთ დროს საბჭოთა კავშირის მაღალი თანამდებობის პირებს ემსახურებოდა. საბჭოთა პერიოდში ქ. გორკის ქარხანას სულ 3 179 ცალი დაუმზადებია.

მონაწილეობა იმ მცირე ღონისძიებაში მიიღო, რომელმაც სტალინელებმა და კომუნისტებმა მუზეუმის ტერიტორიაზე გამართეს.

ფოტოების ავტორი: იზო ჩუბინიძე

Print

სტატიის გამოყენების პირობები