ახალი ამბები
გორის ცენტრში მანქანა ქალს დაეჯახა
გორის ცენტრში მსუბუქი ავტომანქანა ქალს დაეჯახა. დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შემთხვევის ადგილზე გვითხრეს, მანქანა შეჯახების შემდეგ არ გაჩერებულა.

მოგვიანებით, ავტომანქანა ქალაქის მთავარ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ ნახეს.

სტალინის ქუჩაზე იმყოფება პოლიცია და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები