ახალი ამბები
ხაშურში 25-წლის გოგო დაჭრეს
ხაშურში დაჭრილი 25 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგონარეობა დასტაბილურდა.

საავადმყოფოს დირექტორის, კახა ხელაძის განცხადებით, პაციენტს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, ის უკვე გადაყვანილია ქირურგიულ დეპარტამენტში, შემდგომი მკურნალობის მიზნით.

გოგონა გუშინ, საკუთარ სახლში ქურდმა, გაქცევის დროს, ე.წ. სპიცით დაჭრა და გაიქცა. მეზობლების განცხადებით, მან ძვირფასეულობა წაიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები