ახალი ამბები
1-თვიანი პატიმრობის შემდეგ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 63-წლის მამაკაცი გაათავისუფლა
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 63 წლის მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს და ის ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.

სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი, ერთი თვის წინ, დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება წაუყენეს.

მირიან თაზიაშვილი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში მიიყვანეს, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელი ირაკლი ანთაძე იმყოფება.

ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ მირიან თაზიაშვილი ახლა გამოკითხვაზე იმყოფება და 20 ნოემბერს მომხდარის დეტალებს იხსენებს.

,,ნასვამი ვიყავი, ალბათ, კიდევ მომინდა დალევა და გადავედი იქით მხარეს, აღარ მახსოვს. დილით რომ გამოვფხილდი, საპატიმროში ვიყავი" - აცხადებს მირიან თაზიაშვილი

ანთაძს თქმით, აქტიურად მუშაობენ სხვა უკანონო ტყვეების გადათავისუფლებლად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები