ახალი ამბები
23-24 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი იქნება თოვლის სახით
23-24 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თოვლის სახით.

ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

,,მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები