ახალი ამბები
გორში თავდაცვის სამინისტროს კაპელანმა ცხენები დაკარგა
გორში ცხენები დაიკარგა. პოლიციამ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ცხენებს თავდაცვის სამინისტროს კაპელანი, თადეოზი, სამხედრო აკადემიასთან ახლოს, კერძო ტერიტორიაზე უვლიდა.

მსხვილფეხა პირუტყვი სასულოერო პირის შვილს ეკუთვნის და გორში რამდენიმე თვის წინ, შშმ ბავშვების რეაბილიტაციის მიზნით ჩაიყვანეს.

შემთხვევის ადგილი პოლიციის ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, მომხდარს პოლიცია ქურდობის მუხლით იძიებს, ამ დრომდე დაკავებული არავინ არის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები