ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 172 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 172 პაციენტი გამოჯანმრთელდა. არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 387 სინჯიდან კორონავირუსი 192 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 124 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5375, მათ შორის - 1775 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1952 ადამიანი.

დღეს, 23 დეკემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 345 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 560 პირი.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 51 პაციენტი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები