ახალი ამბები
გორში მამაკაცს 19 ჭრილობა მიაყენეს
გორში, წმინდაწყალზე ორი მამაკაცი დაჭრეს, ამათგან ერთ-ერთს 19 ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევა ნადირაძის ქუჩის ბოლოს, კორპუსების სიახლოვეს, 2020 წლის 18 დეკემბერს მოხდა. ორივე დაჭრილი გორმედში მოათავსეს.

გორმედის ექიმის ხათუნა შრუბის განცხადებით, დაჭრილთა მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

გამოძიებას გორის შს სამმართველოს გამომძიებლები აწარმოებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები