ახალი ამბები
ქარელში მთავარი ქუჩა ციმციმა ,,ჯონჯოლებით" მორთეს
ქალაქ ქარელში საახალწლო განათებები ჩაირთო. ქალაქის მთავარი ქუჩა ციმციმა ჯონჯოლებით მორთეს.

ჯონჯოლების შესასყიდად ნებართვა სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელმა მირზა ხაბარებლმა მოითხოვა.

მერმა ზაზა გულიაშვილმა სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელს, მირზა ხაბარელს ნებართვა მისცა, რომ ამ თანხით, ციმციმა ,,ჯონჯოლები'' ეყიდა.

მთავარი ნაძვის ხე აანთეს, თუმცა სანტა და ფიფქიები აღარ ჩანს.

წელს მერიამ ახალი სანათებისთვის 4350 ლარი გამოყო.

კომპანია ,,დანდიმ" მერიას 40 ცალი ,,ჯონჯოლი" ჩააბარა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები