ახალი ამბები
კასპში საახალწლო ნაძვის ხე, თოვლის პაპა და ირმები დააზიანეს
დღეს, საღამოს, კასპის მთავარ მოედანზე საახალწლო მორთულობები არ ჩაირთო. აღმოაჩინეს, რომ სადენები დაზიანებულია.

,,წუხელ საახალწლო ნაძვისხე, თოვლის პაპა და ირმები ისე დააზიანეს, რომ აღარ ნათდება. ახალი წელი პანდემიის გამო ისედაც მოკრძალებული იქნება, ვინც ეს ბარბაროსობა ჩაიდინა, სახელი არ აქვს, რადგან ამის გაკეთება მხოლოდ უსახელო და უსუსურ, ბოროტ ადამიანს შეუძლია. ეშინოდეს და რცხვენოდეს პატარების ატირებული თვალების გამო." - აცხადებს კასპის მერიის პრეს-სამსახურის უფროსი.

მისი ინფორმაციით, დაზიანებულ საახალწლო აქსესუარებს მალე შეაკეთებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები