ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 123 პაციენტი გამოჯანმრთელდა
26 დეკემბრის მდგომარეობით, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 123 პაციენტი გამოჯანმრთელდა. არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 248 სინჯიდან კორონავირუსი 119 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 23 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5372, მათ შორის - 1769 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1879 ადამიანი.

რაც შეეხება გუშინ, 25 დეკემბერს, რეგიონში, გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობა იყო 145. ხოლო გამოჯანმრთელდა - 93 ადამიანი. გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 60 წელს გადაცილებული მამაკაცები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები