ახალი ამბები
ენმ გორის მერიას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს
ოპოზიციამ გორის მერიის 2020 წლის ხარჯები შეისწავლა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მონაცემები საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვეს.

ბექა ქორჩილავას თქმით, 2020 წელს საწვაში 33909 ლარი დახარჯა, წარმომადგენლობით ხარჯებში - 3947, ჯილდოებში 2600, ავტომობილების მოვლაში კი 400 ათასი.

საკრებულოს წევრი ვასილისა ჯავახიძე ამბობს, რომ ეს ხარჯები მოხმარდა გორის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას. 

ხელისუფლების ოპონენტები მუნიციპალიტეტის პირველი პირის გადადგომას ითხოვენ, ისინი კოტე თავზარაშვილს კორუფციაში ადანაშაულებენ. მერი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ ოპოზიცია იტყუება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები