ახალი ამბები
ხიდისთავში მანქანა არხში ჩავარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ავარია მოხდა. მთავარ მაგისტრალზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა არხში ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე არც მძღოლი და არც პოლიცია იმყოფება. ადგილობრივების ცნობით, მანქანას ავარია 19 საათზე მოუვიდა, თუმცა ფოტოები გამვლელმა 20:35 წუთზე გადაიღო.

კორონავირუსის პანდემიის გამო, 21 საათიდან გადაადგილება იზღუდება. მაგალითად, ბოლო 24 საათში პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები