ახალი ამბები
ახალი ტარიფები "ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლებისთვის
"ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებლებისთვის ზრდა ერთ კვტ.სთ.-ზე 3.494 თეთრს შეადგენს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო.

გადაწყვეტილების მიხედვით, 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე მოქმედი 14.237 თეთრიდან 17.731 თეთრამდე იზრდება.

ამასთან, თვეში 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 21.707 თეთრამდე, ხოლო 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ - 26.227 თეთრამდე იზრდება.

რაც შეეხება "ენერგო პრო ჯორჯიას" არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე 10.8-დან 14.6 თეთრამდეა.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ-ს ჩათვლით) შემდეგი იქნება:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.237 თეთრი – ახალი ტარიფი 17.731 თეთრი;

მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი – ახალი ტარიფი 21.707 თეთრი;

მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი – ახალი ტარიფი 26.227 თეთრი.

სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვის დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები