კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 100 შიდა ქართლში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა-115, იმერეთი-301, ქვემო
ქართლი-123, შიდა ქართლი-100, გურია-46, სამეგრელო-ზემო სვანეთი-138,
კახეთი-107, მცხეთა-მთიანეთი-32, სამცხე-ჯავახეთი-25, რაჭა-ლეჩხუმი და
ქვემო სვანეთი-რვა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო
საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია
სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის
12 941, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ
შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 570, აჭარაში-488, იმერეთში-1
055.
„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში – 513,
აჭარაში – 101, იმერეთში – 209. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური
სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში
– 29, იმერეთში – 52. 1 223 ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458- თბილისში, 541 – აჭარაში, 85 –
იმერეთში. 6 238 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 389 ადამიანი, მათ
შორის, თბილისში – 176, აჭარაში – 78, ხოლო იმერეთში – 13. სულ 6
ოქტომბრიდან – 29 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 069 პირი. ამ ეტაპისთვის
თვითიზოლაციაში იმყოფება 32 670 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18
745 პირი, აჭარაში – 2 800, იმერეთში – 3 660“, – განაცხადა ბერდია
სიჭინავამ.
სტატიის გამოყენების პირობები