ახალი ამბები
ხოჯევანიშვილი საბავშვო ბაღების ავტორიზაციის გადავადებას ერთ წელზე მეტი ვადით ითხოვს
,,ჩემი წინა საქმიანობიდან გამომდინარე, ვიცი, რომ რეგიონების საბავშვო ბაღებში ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს. მთავრობის მხრიდან არაა გათვალისწინებული შესაბამისი ხარჯები, რომელიც დაეხმარებოდა საბავშვო ბაღების პირობების გაუმჯობესებას. უმჯობესი იქნება ცენტრალური ხელისუფლება ამ საკითხის უზრუნველყოფაში დაეხმაროს'' - განაცხადა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე.

პარლამენტის წევრები დღეს საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენელს უსმენენ. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, საჭიროა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის საკითხი მინიმუმ ერთი წლით გადავადდეს. გიორგი ხოჯევანიშვილი თვლის, რომ ერთ წლით გადავადება არ იქნება საკმარისი:

,,საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ თანამედროვე სტანდარტების დაწესებულებებში გაიზარდნონ ბავშვები. აღნიშნული ავტორიზაციის პროცესი შედგება 5 კომპონენტისგან, მათგან ერთ-ერთია შინაარსისა და მეთოდოლოგიის ავტორიზაცია. დღეს პანდემიის გამო, გაურკვეველი ვადებით გვაქვს შეჩერებული ავტორიზაციის პროცესი. მე ვფიქრობ, რომ ერთი წლით გადავადება არ იქნება საკმარისი'' - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები