ახალი ამბები
ფეხში დაჭრილ ჯარისკაცს გორის ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარეს
,,პირადი ინფორმაციაა და ვერ გეტყვით" - გვითხრეს თავდაცვის სამინისტროში იმ ამბის შესახებ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯარისკაცის დაჭრის ფაქტს ეხება.

2020 წლის 23 დეკემბერს გორის ჰოსპიტალში ოპერაცია სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდა. სამხედრო მოსამსახურეს დ.ტ-ს ოპერაცია მარჯვენა წვივის არეში დასჭირდა.

ექიმმა ტრავმატოლოგმა არსენ არსენიშვილმა საავადმყოფოს დირექტორს 23 დეკემბერს აცნობა, რომ ჯარისკაც პირველადი დახმარება უკვე გაეწია, ახლა საჭიროა განმეორებითი ოპერაცია, რადგან დაზიანებულია ძვალი და რბილი ქსოვილები.

რა ვითრებაში დაიჭრა სამხედრო მოსამსახურე, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.






Print

სტატიის გამოყენების პირობები