ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისში 73-წლის კაცი მანქანაში დამწვარი ნახეს
დღეს ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისში, ხუბულოვების ოჯახში, მანქანა
დაიწვა. მეზობლებმა სახანძრო სამსახური გამოიძახეს.
ადგილზე მისულ მეხანძრეებს ვაზ-0107 მარკის ავტომანქანა
ნახევრადდამწვარი დახვდათ. მანქანის უკანა სავარძელში კი, - 73-წლის
კაცის ცხედარი.
სააგენტო ,,რესის'' ცნობით, სავარაუდოდ, მამაკაცმა თავად დაწვა
მანქანა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო
განზრახ მკვლელობის ვერსიასაც განიხილავს.
სტატიის გამოყენების პირობები